”კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ მე ამ კანონის განხილვაში, ვეტოს, ყოველ შემთხვევაში, დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა, ეს არის პირდაპირ კანონი მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპას და, ამდენად, არის ჩემთვის მიუღებელი.”

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხალხის ძალის მიერ უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე.