პარტია “ერის“ ლიდერის, ლევან ვასაძის, თანაგუნდელის, სოსო მანჯავიძის განცხადებით, ვასაძეს დიაგნოზი ვერც თბილისში და ვერც მოსკოვში ვერ დაუსვეს.
მისი ინფორმაციით, ვასაძეს ფეხები დაუსივდა და ენერგია გამოეცალა.
“ვეღარ სუნთქავს… ეგ ისეთი ტიპია, რაგბისტია და სულ ვარჯიშობს. ძალიან ცუდად გახდა. ფეხები დაუსივდა. ფილტვების ინტუბაცია აქვს შესუსტებული. კოვიდზეც გაესინჯა, თუმცა არ აქვს. მოსკოვშიც გაესინჯა და თბილისში, თუმცა დიაგნოზი ვერსად დაუსვეს. ადამიანი ილევა, თურქეთშიც თუ ვერ დაუსვეს დიაგნოზი…აი ენერგია, რომ გეცლება. ფეხები რომ უსივდება, ეს ნიშნავს იმას, რომ გულთან არის პრობლემა”- უთხრა მანჯავიძემ “ტვ პირველს”.
ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვასაძე მოწამლეს.
“მოწამვლა შეიძლებაო, როგორი საქმეა, როცა ვერ იგებ, რა გჭირს. ეგ არის ზუსტად მოწამვლის… არ ჩანს. ვერ დაიცავ, მხოლოდ ღმერთის იმედზე უნდა იყო. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება, ისე გაისტუმრონ საიქიოში, რომ ვერც კი გაიგონ, რა მოხდა. თუ, რა თქმა უნდა, ამაზე პოლიტიკური ნება არის”- აცხადებს მანჯავიძე.
ცნობისთვის, “ერის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია. ის თურქეთში გადააფრინეს.