“ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, ჯერ კიდევ გუშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, ჩემს მეგობრებს ჰქონდათ შიმშილობის იდეა. მათ დღეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღეს. მე პირადად და რამდენიმე ადამიანი ფრაქციაში კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, ჯანმრთელობის ნებისმიერი დაზიანების მიმდინარეობისას ვარ წინააღმდეგი და ისინი ჩემი მეგობრები არიან. განსაკუთრებით ვნერვიულობ ანიზე, არ მიწყენენ, ალბათ ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით ბევრი ვეცადე, რომ ანი გადამერწმუნებინა, მაგრამ ანის ძალიან ემოციური ფონი აქვს და ყველა ჩვენგანს აქვს ემოციური ფონი. “

აცხადებს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე თანაპარტიელების შიმშილობაზე.