“ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ. ამიტომ, განსაკუთრებით ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, განსაკუთრებით უნდა ვიყოთ ფრთხილად, ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ, დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს წესები იქნეს დაცული”
განაცხადა რუსთავი 2-თან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელმა, ამირან გამყრელიძემ.