“თბილად მივესალმებით ქალბატონ თაკო ჩარკვიანს, ვეცდებით, თავიდან დავმეგობრდეთ და ერთად ვჭამოთ ხინკალი. არის საუბარი, რომ თვითონ დაგვპატიჟებს – ასეთი რამ უთქვამს, როგორც ჟურნალისტებმა მითხრეს, თუ არადა ჩვენ დავპატიჟებთ.
თავის დროზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კოლეგა ოპოზიციონერები თავს იკლავდნენ, არ შემოვალთო, მე და სანდრო დავნიძლავდით. მე ვთქვი, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემოვიდოდნენ პარლამენტში, მაშინ ეს ძალიან წარმოუდგენლად ჩანდა, სანდრომ ჩათვალა, რომ ძალიან მარტივად მოიგო ნიძლავი და მე როგორც გაუთვითცნიბიერებელ ადამიანს ასე დამენიძლავა, მაგრამ ხედავთ, სიტუაცია იცვლება და მე შეიძლება მოვიგო ნიძლავი”
აცხადებს პარტია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “კანონი და სამართლის” დამფუძნებელზე, თაკო ჩარკვიანზე. ჩარკვიანს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში.