„ყველაფერში მივიღებთ მონაწილეობას და ვეცდებით, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რატომ არის ეს კანონი ჩვენნაირი ქვეყნისთვის გამოუსადეგარი; რატომაა ეს კანონი ვიღაცასთან ბრძოლის კანონი და ვეცდებით, „ქართულ ოცნებას” ვათქმევინოთ, ვის ებრძვიან ამ კანონით, იქიდან გამომდინარე, რომ სადაც ამ კანონს იღებენ, ვიღაც მტერი ჰყავთ, რომლის წინააღმდეგაცაა ეს. დღევანდელი კონფიგურაციით რთული წარმოსადგენია, ვინ შეიძლება იყოს მტერი. არავის უთქვამს, რომ რუსეთის ფედერაციას ვებრძვით ასეთი ფორმით. მაშინ ვის ვებრძვით? – ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი გვჭირდება და ვეცდებით, ეს მივიღოთ.[..] ამ კანონს არ ვეთანხმები არსად. 1938 წელს დაბადებული რომ ვყოფილიყავი და აზრის გამოთქმა შემძლებოდა, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში დავეთანხმებოდი ამას. ამერიკელები ამ კანონით ფაშისტებს ებრძოდნენ; ევროპელები ამ კანონით რუსებს ებრძვიან; შუააზიელები და რუსები ამ კანონით ამერიკელებს ებრძვიან. ყველა ვიღაცას ებრძვის ამ კანონით. ჩვენ საერთოდ არ მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ბრძოლა ლეგიტიმურია. მაგრამ ვის განვეკუთვნებით? – ევროპელები რუსებს ებრძვიან; ჩვენ ვის ვებრძვით? ეს არის საინტერესო. ჩვენ საბჭოთა ქვეყანა ვართ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყველგან, ამერიკას ებრძვიან ამით. ამერიკელებმა ჩვენთან ბრძოლა დაიმსახურეს თუ არა? სწორედ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ”

ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.