გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობაში ეძებს ადამიანს, ვინც დაენიძლავება, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა.
“მე, აი, ამ ბილეთის აღების მერეც, კვლავ ვაგრძელებ ძებნას ნაციონალური მოძრაობის იმ წევრების, რომლებიც დამენიძლავებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, ერთ მილიონ ქართულ დოლარზე, გირჩის ვალუტაზე.
თუ რასაკვირველია, ამის მერე რწმენა გაუჩნდა, რომელიმე ნაციონალური მოძრაობის წევრს, ჩემი ნიძლავი ისევ ძალაშია. ისევე, როგორც ძალაშია ჩვენი შეთანხმება, საჯაროდ ნათქვამი სიტყვა. თუ ჩამოვა, მას პორშეთი მივაცილებთ მისთვის სასურველ ადგილზე”, — თქვა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა.