პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მის პარტიას გადამწყვეტი ხმები აქვს, როგორც საკრებულოების დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში.
მისივე თქმით, ამის გამო ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ფარული მოლაპარაკებებით ცდილობენ შეთანხმების მიღწევას ცდილობენ იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც, გახარიას შეფასებით, მიუღებელია.
“ეს ქმედებები მიზანს ისახავს, რომ ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში და მსხვილ ქალაქებში ერთპარტიული საკრებულოები, რაც კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ესაა ის დავალება, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა – ვებრძოლოთ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, არ შეიქმნას კრიზისი, ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება. ჩვენ მზად ვართ უპირობოდ დავეთანხოთ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა მოილაპარაკონ”.,- აცხადებს გახარია.