“ვთავაზობ რუსეთს გადადგას კონკრეტული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიპლომატიური მოგვარებისკენ, რასაც მოსკოვი რეგულარულად ახსენებს.
ძალიან მალე გვექნება დღესასწაულები, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს. შობა – გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ან ახალი წელი და შობა – იულიუსის კალენდრის მიხედვით. ეს არის დრო, როცა ნორმალური ადამიანები მშვიდობაზე ფიქრობენ და არა აგრესიაზე. ვთავაზობ რუსეთს, სულ მცირე, ეცადოს დაამტკიცოს, რომ შეუძლია აგრესიაზე უარის თქმა.
მართებული იქნებოდა რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან შობის დღესასწაულზე დაიწყოს. თუ რუსეთი გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან, ის უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების ხანგრძლივ შეწყვეტას”,
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.