ტურისტული კომპანია „თრეველერ.ჯი“ შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საგამოძიებო უწყებას მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას აწვდიან, რათა ტრაგედიის მიზეზი დადგინდეს.კომპანია გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს. ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით, რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან. ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას, რაც კი ხელთ გვაქვს, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი”,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულად მძიმეა. ტურისტული კომპანია treveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.