მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, რომ თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს. მეუფე ნიკოლოზმა ამის შესახებ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“გვქონდა ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი. მე მქონდა მის მიმართ გზავნილი, თქვენც გეხებათ ეს სუყველას. მე მგონია, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. მე ვთხოვე ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, ვისაც შეიძლება, რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება, რომ მოუწოდოს ყველას, რომ ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი”, – განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.