ვთხოვთ “ოცნებას” შეაჩერონ სააკაშვილის განაჩენის გამოტანა ჰუმანიტარულ საფუძველზე – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი  “ქართულ ოცნებას” მიმართავს და მოუწოდებს,  გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების გასაწევად საზღვარგარეთ გადაიყვანოს.

“ძალიან გვაღელვებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. ვითვალისწინებთ საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების წვდომის კუთხით არსებულ შეზღუდვებს, ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩერონ მისი განაჩენის გამოტანა ჰუმანიტარულ საფუძველზე, რათა უზრუნველყონ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, რადგან ისინი ვალდებული არიან, ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწიოს”,  – აცხადებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი, ბერით ლინდემანი.