ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს კონკრეტულ სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცაღა, პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი, თუნდაც, რაიმე სახის ფრაგმენტი. სამწუხაროდ, გვიწევს ამ ძალიან მძიმე თემაზე საუბარი, მაგრამ ეს არის ფაქტი.
აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი.