„იმპიჩმენტის ნაწილში, ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სიამოვნება შედეგის გარეშე, დანარჩენი საკითხები რომ გადაიფარა თემები, კანდიდატის სტატუსს შეუქმნეს პრობლემა, კიდევ უფრო დააზიანეს ეს პროცესი და ეს სახეზეა, ამაზე მეტყველებს პარტნიორების განცხადებები, რომლებიც ევროპული ვიზიტების გამო იმპიჩმენტს განიხილავენ როგორც ხელშემშლელ ფაქტორს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არის ნამდვილად ასე. ეს არის რუსული საქმე, როცა ფორმალურად სჯიან პრეზიდენტს იმის გამო, რომ ევროპაში ცდილობდა პარტნიორებთან კონტაქტს. ჩვენ ასევე ვიცავდით არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ ინსტიტუციას, გვინდა რომ არაფორმალური მმართველობა არ იყოს, ქვეყანას არ ჰყავდეს ჯიბის პრეზიდენტი, ჯიბის სასამართლო, ჯიბის მთავრობა და პარლამენტი, მაგრამ კითხვის ნიშნები სალომე ზურაბიშვილის მისამართით არ მოხსნილა, ის არ საუბრობს იმაზე, რომ ყველაფრის დირიჟორი იყო ივანიშვილი და როცა საუბრობს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ფარცხალაძეს შეუწყვიტა მოქალაქეობა, ფარცხალაძის კადრები მართავენ პროკურატურას დღესაც და მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო ტყვე რეჟიმის, ამიტომ ვიდრე ის არ იწყალებს სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანება არის პოლიტიკური ფარისევლობა”,
ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.