“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საარჩევნო საკითხთან მიმართებით ხელისუფლებისა და ოპიზიციის მოლაპარაკებების პარალელურად საპროტესტო აქციები გაგრძელდება. როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, დღეს,15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გზავნილი არის ის, რომ ოპოზიცია არ აპირებს შეეგუოს იმ რეალობას,”რომლის დახატვასაც გეგმავს ბიძინა ივანიშვილი”.
„ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები, პროტესტი, რადგან ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებას მივცეთ იმის ფუფუნება, რომ აქციები შეწყდეს იმ მოლაპარაკებების პარალელურად, რაც მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება საპროტესტო აქციებიც იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნები ვიდრე არ შესრულდება, ეს პროტესტი არ შეწყდება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.