“სამწუხარო მოცემულობაა ის, რომ ევროკავშირის მხრიდან ჯერ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა სავაჭროდ და მანიპულაციებისთვის. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, უკვე მოლაპარაკებების გახსნის მექანიზმი იყო გამოყენებული მანიპულაციებისთვის. ახლა ვიზალიბერალიზაცია ხდება მანიპულაციის საშუალება. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ ის საფუძვლები, რის გამოც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვირღვევია, შესაბამისად, ზოგადად, რატომ დგება ეს საკითხი, მათ შორის, “ნაცმოძრაობის”, მხრიდან დღის წესრიგში? გეტყვით რატომაც დგება. ზუსტად იმიტომ, რის გამოც კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა დგებოდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვიყავით ყველა მონაცემით, მაგრამ იმათ მისცეს [სტატუსი] და ჩვენ არა. ე.ი. მანიპულაციის საშუალება იყო. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ამას. ვიზალიბერალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეს არის მეგობრული ჟესტი ორივე მხარის მხრიდან და თუ შენ ამ ვიზალიბერალიზაციას, მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსს სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი?! მე შეგახსენებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებს და მე მგონი, ამით დამტკიცდება ყველაფერი – აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა შეერთებულ შტატებს და ახლა რატომ გვიკვირს ჩვენ რომ ევროკავშირის ის ბიუროკრატია, სამწუხაროდ, უსამართლოდ მოექცევა საქართველოს?!”
ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.