“სამწუხაროა, რომ “იმედმა” აირჩია და კვლავ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ამ საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში. გვაქვს ამის გარდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა ასეთი პროგრამები, რომელთა მეშვეობით ქართველები მიემგზავრებიან შეერთებულ შტატებში.

მაგალითად, გასულ წელს, ზუსტად 30 მოცეკვავეს, ბალეტის მოცეკვავეს მიეცა ამერიკაში წასვლის საშუალება, ასევე მოხდა გასულ კვირას მომღერლებთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად, ეს პროცესი არის გამჭვირვალეა”,

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.