“ვითარება დასტაბილურდება, ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შევძლებთ” – პუტინი ანექსირებულ რეგიონებზე

“ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება დასტაბილურდება, ჩვენ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შევძლებთ და თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში დაგეხმარებით. ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებას”

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების კონტექსტში ისაუბრა.