ვითვალისწინებთ დასავლეთის მცდელობებს გახნას “მეორე ფრონტი” საქართველოში, მოლდოვაში – ლავროვი

ვითვალისწინებთ დასავლეთის მცდელობებს გახნას “მეორე ფრონტი” საქართველოში, მოლდოვაში – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.

“ამ ფაქტორების კომბინაცია არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვდუნდეთ, ჩვენ არ ვდუნდებით, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და ვითვალისწინებთ მათ ჩვენს გეგმებში – ორივეგან, სამხედრო – პოლიტიკურ და დიპლომატიურ და სხვა ასპექტებში,” – უთხრა ლავროვმა ჟურნალისტებს.

ლავროვი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აქებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაინახა საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართვის მცდელობები „მეორე ფრონტის“ შექმნაში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და უარი თქვა მსგავს ქმედებებზე.

“როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელმძღვანელობას ნათლად აჩვენა, როდესაც მოლდოვაში იყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური ხაზის წინააღმდეგ, პროტესტი ეკონომიკური განვითარების ინტერესების უგულებელყოფის წინააღმდეგ.

და დასავლეთმა დაგმო ეს თითქმის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობად, ამავდროულად საქართველოში იყო პროტესტი აბსოლუტურად მკაფიო, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, თუ ფულს იღებთ საზღვარგარეთიდან და ეწევით სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, გთხოვთ, მითხარით, საიდან მოდის ფული”, – თქვა ლავროვმა.