ვითომ სამძებრო სამუშაოები 72 საათი მიმდინარეობდა და ვიდეოზე მხოლოდ 30 წუთია- მიხეილ რამიშვილი

“ვითომ სამძებრო სამუშაოები 72 საათი მიმდინარეობდა და ვიდეოზე მხოლოდ 30 წუთია”- ამის შესახებ,  თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს.  ადვოკატი გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან ერთად მივიდა.

,,მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ საქმის მასალას სახალხო დამცველის აპარატი გაეცნობა. აქ იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია -ადამიანის უფლებათა ცენტრი და ყველა ერთად შევხვდებით გამომძიებლებს, პროკურორებს და გადავხედავთ საქმის მასალებს, გვექნება სამუშაო პროცესი. ჩვენ ის მოთხოვნები რაც გვქონდა, ისევ ძალაში რჩება. გარდა ამისა, დღეს ჩემი მოთხოვნა დაკავშირებულია სატელეფონო ჩანაწერთან თეთრიწყაროს პოლიციის თანამშრომელ ჯიმშერ აფციაურსა და იმ მწყემსს შორის, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა. ისევ ძალაშია მოთხოვნა სატელიტიდან გადაღებულ სურათებთან დაკავშირებით. ოჯახის წევრები საკუთარი თვალით ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებს და დრონის ჩანაწერებს, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი სამძებრო ღონისძიება არ ჩატარებულა, ვითომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა 72 საათი და ვიდეოზე მხოლოდ 30 წუთია, 9 ვიდეოჩანაწერია გაკეთებული,” – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.