ვიმედოვნებთ, კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას ყველა მხრიდან ვიხილავთ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი 8 მარტის შეთანხმებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროკავშირი მის შესრულებას ახლოდან დააკვირდება.

ბორელი იმედოვნებს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა მხარეს მხარს დაუჭერს.

“8 მარტის შეთანხმება საქართველოში ისტორიული მიღწევა იყო. მომდევნო საკვანძო ნაბიჯის სახით, ვიმედოვნებთ, რომ ახალი საარჩვენო სისტემისთვის კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას ყველა მხრიდან ვიხილავთ. ევროკავშირი ახლოდან დააკვირდება 8 მარტის პირობების შესრულებას არჩევნების არჩევნების თვალსაზრისით”,- წერს ჯოზეფ ბორელი ტვიტერზე.

დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო. ხელისუფლების თქმით, მას “ქართული ოცნების” სრული მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებამდე პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდეს მესამე პოლიტიპატიმარი გიორგი რურუა.