ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი აღარ იქნება – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 2 კვირაა კლინიკას კორონავირუსით ინფიცრებული ახალი პაციენტი არ მიუღია.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ სამშაბათისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება.

“ბოლო ორი კვირაა არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ველოდებით ყველას გამოჯანმრთელებას. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება. ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მას კოვიდინფექცია არ აქვს, აქვს ქრონიკული პათოლოგიები და ამიტომ რეანიმაციულ განყოფილებაში ამიტომ რჩება. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც წვანან, კოვიდინფიცირებული, არც ერთთან არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება”, – ამბობს ლევან რატიანი.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 495, ხოლ 12 ადამიანი გარდაიცვალა.