“სენატმა უკვე გამოხატა შეშფოთება კანონის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით. ასევე ვიცით, რომ ქართველმა ხალხმაც გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით. წინა ჯერზე, ამ კანონის წინააღმდეგ ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან ვიცით, თუ რა გავლენა ექნება კანონს მათზე ადამიანებისთვის სერვისების მიწოდების საქმეში. ქვეყანა ამ გზით არ უნდა წავიდეს, თუ მას ევროპული ინტეგრაციისაკენ წინსვლის გაგრძელება სურს. ამ მხრივ მათ ევროკავშირისგან უკვე მიიღეს პოზიტიური პასუხი. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა შეწყვეტს ამ კანონის წინ წაწევას და ამის ნაცვლად, მოუსმინოს საქართველოს მოსახლეობას, რომლის სურვილიც ევროპული ინტეგრაციაა“,
აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი რუსულ კანონზე საუბრისას.