“ვიმედოვნებ, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არ მიუბრუნდება შიმშილობას კიდევ ერთხელ, როდესაც ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა იმ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, რომელიც მისთვის მისაღებია და რომ ის მზრუნველობის დონითა და ექიმების ყოფნით კმაყოფილია. მას ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს გამოჯანმრთელების გზაზე და ვიმედოვნებ, რომ ის არ მიუბრუნდება შიმშილობას და არ გააკეთებს რამე განსხვავებულს, რაც პროვოკაციად იქნება აღქმული. თქვენს ქვეყანას არ სჭირდება პროვოკაციები და სამომავლო პოლარიზება, თქვენს ქვეყანას სჭირდება დრო, სტაბილურობა და რეფორმები.”

ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა მარინა  კალიურანდმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.