“ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია საქართველოში, რის დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება გამჭვირვალობის კანონთან, იგივე უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტშია დაინიცირებული. საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო პირობა, რომ ამ კანონს აღარ დააინიცირებდა, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა. კომისარმა ვარჰეიმ და მე გასულ კვირას გავაკეთეთ განცხადება, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ვიმეორებ – ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. კომისია წარმოადგენს მოხსენებას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონის ხელახლა დაინიცირებით.”
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.