ვიმსჯელებთ, დაველოდოთ WHO-ს ავტორიზაციას, თუ დავიწყოთ “სინოფარმით” ვაქცინაცია – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” ვაქცინაციის დაწყებისთვის სამართლებრივი საფუძველი გამართული აქვთ, რადგან მან 1 მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია მიიღო. ამიტომ, იმსჯელებენ, დაელოდონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, თუ ვაქცინაცია მანამდე დაიწყონ.

“ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. საბჭო იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ დავიწყოთ ვაქცინაცია “სინოფარმით”. წინასწარ ისედაც ცნობილია, რომ WHO-ს გადაწყვეტილება იქნება დადებითი. ხვალ კიდევ იქნება მსჯელობა”,- აღნიშნავს გაბუნია.

ის ასახელებს თარიღებს, როდესაც, მისი თქმით, ქვეყანა ვაქცინის დამატებით დოზებს მიიღებს.

“AstraZeneca-ს დამატებითი დოზები აპრილის ბოლოს უნდა მივიღოთ, Pfizer-ს დოზების მცირე რაოდენობა კოვაქსიდან უნდა მივიღოთ ივნისის თვეში. ფაიზერთან პირდაპირი მოწოდების გრაფიკს დამატებით შეგატყობინებთ”,- ამბობს მინისტრის მოადგილე.