დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნებისმიერი თავყრილობა, მიუხედავად მისი მიზნისა, უარყოფითად აისახება პანდემიის მიმდინარეობაზე.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა, რაზეც საკოორდინაციო საბჭომ დღეს იმსჯელა.
„ჩვენც მივდევთ წერტილოვანი შეზღუდვების ამ ტაქტიკას, განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ე.წ ლოკდაუნები. კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების, რაზეც იმსჯელა დღეს კიდევ ერთხელ საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ნებისმიერი, იქნება პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, დიდი თავყრილობები, არის პანდემიის მიმდინარეობის პროცესში წინააღმდეგ ჩვენება. რჩევაა დიდი თავყრილოებებისგან თავის არიდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ უნდა შემოვიფარგლოთ, რომ დაცული იქნეს აქციაზე დისტანცია, ყველას უნდა ჰქონდეს პირბადე“,- განაცხადა გამყრელიძემ.