“თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?”,- თბილისის მერი, კახა კალაძე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონი კრიტიკას მისი თანამდებობის დაცინვით პასუხობს.
“ვინაა, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო. არ ვიცი საერთოდ, რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ”, – აცხადებს კალაძე.
ოლსონმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.
“მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.