გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლოა, ამიტომ ის უნდა გათავისუფლდეს.
“საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ძალიან სუსტად. ვიზუალურად ეს მარტივად აღიქმება. მე პირადად ველოდებოდი უკეთეს მდგომაროებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ სააკაშვილი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობაზე და მორალურ მხარეზე. ნორმალურ ქვეყნებში გათავისუფლებაც კი ხდება, როცა პატიმარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. ვინაიდან სააკაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ის უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს შესაძლებლობა, რომ მისი ჯანმრთელობის აღდგენა თავისუფლებაზე მოხდეს”, – ამბობს ადვოკატი.