ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რადგან საპენსიო ფონდის გახსნა მოსახლეობის მოთხოვნაა, კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს და ამაზე იმსჯელებენ.
“ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი განსახილველად მეორეჯერ აღარ დაგვიყენებია. თუმცა, საინტერესოა, ვინაიდან, მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ამ თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ”,- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან ასამოქმედებელი მთელი რიგი შეზღუდვების შესახებ ისაუბრეს. შეზღუდვა შეეხო ბევრ სექტორს, ამიტომ ბრიფინგზე დაისვა კითხვა, ხომ არ სჯობდა საპენსიო სქემის გახსნა, რათა ხალხს საკუთარი ფულის გატანა და კრიზისის დროს შესაბამისად მოხმარება შესძლებოდათ, მინისტრის პასუხი სწორედ ამ კითხვას ეხებოდა.
დღეს მთავრობამ შეზღუდვები დააწესა. 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება.
აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე და სხვა.
რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად.