” ვინა? ვინ არის?” – საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაიხსენა თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი. ზურაბიშვილი არ პასუხობს კითხვას, თუ რას ფიქრობ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე.
– მიხეილ სააკაშვილმა გაკეთა განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე, თქვენი შეფასება როგორია?
– ვინ? ვინ არის?
– თქვენი შეფასება როგორია, მისცემთ თუ არა მოქალაქეობა?
– პასუხს მოგცემთ ახლავე, მე მინდა მოგილოცოთ მარიამობა, შეგეწიოთ მისი მადლი.
27 აგვისტოს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა. იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის დაშვებული შეცდომების გამო და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების გამარჯვებაში დარწმუნებულია.