ვინმე ეტყვის ივანიშვილს თავმჯდომარე არ ხარ, ბევრს ნუ ლაპარაკობო? არ არსებობს – იაგო ხვიჩია

“ვინმე ეტყვის ივანიშვილს თავმჯდომარე არ ხარ, ბევრს ნუ ლაპარაკობო? არ არსებობს”- გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლით არაფერი შეცვლილა.

“უბრალოდ, ნომინალური თანამდებობა ეკავა პარტიის თავმჯდომარის. ახლა თანამდებობა არ ექნება, მაგრამ იგივეს გააგრძელებს. წარმოგიდგენიათ, ბიძინა ივანიშვილი უცებ, წასულიყო ქვეყნიდან, რა დარჩება ქართული ოცნებისგან? საბოლოო ჯამში, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არ არის მართალი. რად უნდა ეს თანამდებობა. ივანიშვილი რომ არ იყოს პარტიის თავმჯდომარე, ვინმე იტყვის, პარტიის თავმჯდომარე არ ხარ შენ ახლა, ძმაო, და ბევრს ნუ ლაპარაკობო? ხო არ არსებობს ასეთი საჭიროება. გუნდის შიგნით არაფერი შეიცვლება ივანიშვილისთვის”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.