ვინმე თუ შევა პარლამენტში, ის არ იქნება ოპოზიციონერი, ის იქნება პუფი – მელია

ენმ–ს ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ თუ რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში შევა, ის არა დეპუტატი, არამედ “ნივთი” იქნება.

“მე–10 მოწვევის პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება. ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ რაღაცა ნივთი. ალბათ ვიღაცებს აქვთ ცდუნება, რომ შევიდნენ, მაგრამ ეშინია მორალური პოლიციის, საზოგადოების. მითქმა–მოთქმას ბოლო რომ მოეღოს, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რაზეც საუბარი მიმდინარეობდა. რაზე არის ქართული ოცნება წამომსვლელი, რაზე თანხმდება ოპოზიცია და არ თანმხდება, ერთხელ და სამუდამოდ ამ ყველაფერს წერტილი დაესმება დღეს”,– თქვა მელიამ.

მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 პარტიიდან 7 ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს.

ოპოზიცია ამ წუთებში ლელოს ოფისში იკრიბება.