ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა, ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაციებია. გიგა სოფრომაძე არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, ის ხელშეკრულებით იყო და ვადა ამოეწურა. ის შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე მუშაობდა. დღეს, ყველა პროგრამას, რომელიც დაინერგა, შესაბამისი ხელმძღვანელი ჰყავს და სოფრომაძის იქ მუშაობის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულდა და დღის წესრიგში ახალი ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება არ იდგა. ეს არის ძალიან მარტივად და ვისაც რა უნდა და რა სპეკულაციები უნდა, მისი უფლება და ნებაა.