“ოდნავ მაინც, ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს, ამ შემთხვევაში ისინი ქებას კი არ დაგვიწყებდნენ, ძალიან კარგად იციან მათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში, ამ რაკურსში მათი განცხადებები, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება აღიზიანებდეს “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს, ან ზოგადად “ქართულ ოცნებას”. ამის მიუხედავად, ისინი რომ ხელს უწყობენ ნაცმოძრაობის კლასტერის პროპაგანდას, ეს მოსაკითხი ამბავია. ეს შეიძლება შემთხვევითი და დამთხვევაც არ იყოს, ან იყოს, ან პირიქით და სპეციალურად აკეთებდნენ ამას.[…] დიახ ეს ასეა, სანქციების დაწესება დააზიანებდა და დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველებს, ახლა ვინც არ უნდა მოიწონოს ეს, სულ რომ ჩრდილო კორეა იყოს, ან ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი, დაუშვათ, ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სიმართლე”,
აცხადებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რომლის განცხადებამაც რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქება დაიმსახურა.