ვინც აქამდე არ ჩამოსულა, გადადეთ ფული ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას -საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და მათ ბრძოლისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც მთელ მსოფლიოში აწყობს აქციებს. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.