ოპოზიციამ ჯერ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას, შარშანდელი აქციები ასე რომ მინელდა და მიზანი „ოცნებასთან“ შეთანხმებებით და გარიგებებით დაასრულეს.
შემდეგ, ყველა, ვინც რეალურ ბრძოლას აპირებს, უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, არავის უნდა მივცეთ საშუალება ტკბილად და თბილად გამოიზამთრონ კაბინეტებში! იმიტომ, რომ არც ეს პარლამენტია ლეგიტიმური და არც 30 ოქტომბრის არჩევნების აღიარება შეიძლება.
ბრძოლა კი, დაუღალავი უნდა იყოს და ბოლომდე! და არა მხოლოდ რუსთაველზე, პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიშალოს, მოგებული ქალაქები რომ დავუბრუნოთ ხალხს და ოპოზიციას. მითუმეტეს, რომ ამ ხელისუფლებასთან ცივილური მეთოდებით ბრძოლა წარმოუდგენელია”
წერს “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე Facebook-ზე.