გირჩი – მეტი თავისუფლება საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, იმ ადმიანებს, ვინც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის ხრიდან უკანონოდ შევა, საქართველოში შემოსვლა აეკრძალოთ.
“ვინც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის მხრიდან უკანონოდ შევა, დაასანქციეთ და იგივე რეჟიმში მოაქციეთ, რა რეჟიმიც ვრცელდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთიდან უკანონოდ შესულებზე. ანუ, არ შემოვუშვათ საქართველოში”,– მიმართავს პარტია საკანონმდებლო ორგანოს.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა უკრაინის ოკუპირებული რეგიონები, დონეცკი და ლუგანსკი.