ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა გუშინდელი საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ამბიონიდან ეკლესიის მოწინააღმდეგეებზე ისაუბრა და ოპოზიცია, არასამთავრობოები და მედია გააკრიტიკა.
მეუფე ანტონი ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ხალხს ეკლესია შეაძულონ, ხოლო ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადონ, ევროპა და ამერიკა აფინანსებს.
სინოდის წევრი ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს და ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.
“უკვე ეჭვი მეპარება, ესენი სულყველა ისეთი ადამიანები არიან, ვინც ეკლესიას უტევს, სულყველა სულდგმულობენ ევროპის დაფინანსებით. ხომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თუ ეს არის ევროპის ფასეულობა, ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა, – ამბობს ქადაგებაში მეუფე ანტონი. “
ის აპირებს სინოდის სხდომაზე დააყენოს საკითხი, ხონ არ უნდა გაიმართოს ხელახალი რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, უნდა თუ არა ქართველ ხალხს ასეთი ევროპა.
“კისერში ამოვიდა მათი ყოველდღიური ეკლესიიის ლანძღვა-გინება, ყოველდღე ეკლესიის ქილიკი, სასულიერო პირების ქილიკი. უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ მომავალ თაობაში იმუშავა უკვე ამან და ეკლესიისკენ გახედვა აღარ უნდათ. მგონი დროა, ხმა ამოვიღოთ, რადგან ჩენი სიჩუმე უფრო აქეზებს მათ, – აცხადებს მეუფე ანტონი.
იგი გეგმავს პირადად შეხვდეს სინოდის წევრებს და გაიაროს კონსულტაციები, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ეკლესია.
საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.
მოგვიანებით მეუფე ანტონმა საკუთარი ქადაგების შინაარსი ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე ვრცლად განმარტა: