ვინც ვადამდელის და პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე პარლამენტში შევა, იქნება ელისაშვილი – პროფესორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიკოსი, გიორგი ასტამაძე აცხადებს, რომ “ალეკო ელისაშვილი” იქნება ყველა ოპოციონერი, ვინც პარლამენტში შევა პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე.

“როგორც ოპოზიციის მხარდამჭერი, რომელიც არჩევნებზე 320 კილომეტრს გადის, რომ მიუნხენში ჩავიდეს ხმის მისაცემად, ვამბობ, რომ შეთანხმება ძალიან მინდა, მაგრამ თუ ეს მოხდება ვადამდელისა და პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე, პარლამენტში შესული თითოეული ოპოზიციონერი იქნება ალეკო ელისაშვილი!

P.S. მანამდე იყავით ყველა კარგად, ივანიშვილი რომ სასამართლოს გაუშვებს ხელიდან. სასამართლოს და ყველაფრის რეფორმა არის დამოკიდებული ერთ რამეზე: ივანიშვილის დასრულებაზე.”,- წერს პროფესორი Facebook-ზე.

დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება. მისი შეხვედრა 1 საათით გადაიდო და 17:00 საათზე დაიწყება.