“ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ვინც თავს ესხმის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, ესაა აქსიომა. შესაბამისად, ასე უნდა შევხედოთ მთელ მდგომარეობას. თუ დავაკვირდებით, საინტერესოა, როგორ წარმოიშვა ქართულ სინამდვილეში ტერმინი „ოლიგარქია“, როგორ განვითარდა, რა ინტერესები იდგა ამის უკან, რომ მომხდარიყო კლიშირება ამა თუ იმ ადამიანის. ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული იყო იქით, რომ თავდასხმა განხორციელებულიყო საქართველოს ხელისუფლებაზე..ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა, ახლაც ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავთ აყვანილი და ცდილობენ, რომ მძევლად აყვანის სანაცვლოდ გამოივაჭრონ საქართველოს ხელისუფლების დასუსტება. ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უარეს გარშემო, რომ რამენაირად დემოკრატიის გვერდის ავლით ჩაენაცვლებინათ, სურვილი სწორედ ისაა, რომ მძევლად აყვანის სანაცვლოდ დაასუსტონ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და აიყვანონ ის ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობამ უკვე 9-ჯერ უთხრა უარი იმ ავტორიტარული რეჟიმის გამო, რომელიც მათ თავის დროზე ჰქონდათ დამკვიდრებული”
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა : ”ამჟამად, სანქციების გარეშე საქართველო აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის”.