სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება არ იგეგმება.
მისი განმარტებით, პარტიები უნდა ეცადონ, საკუთარი ამომრჩევლის ხმები მაქსიმალურად “წამოიღონ”.
“ვინც იტყვის, რომ პარტიები არჩევნებზე ერთად გამოვალთ, ეს არის ტყუილი, ეს არის შეუძლებელი. პირიქით, ჩვენი მიზანია, ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის ხმები მაქსიმალურად წამოვიღოთ, რათა “ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს. ეს არის მთავარი და პირველხარისხოვანი და აქ ვერანაირი გაერთიანება ვერ მოხდება.
აი, როგორ გავერთიანდებით?! მე, მაგალითად, მაქვს 10% და თქვენც გაქვთ 20%, გავერთიანდით და 20%-ს ავიღებთ? არა. ყველამ მაქსიმალურად ჩვენი ხმები უნდა წამოვიღოთ. თუკი ყველა პარტია ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიის ქვეშ გაერთიანდება, 26% გახდება 57%?! არა – დარჩება 26%,”– ამბობს ჩიხლაძე.