“ოპოზიციამ სცადა, მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალური საქციელია. არ არსებობს არც ერთი ისეთი რეკომენდირებული აქტივობა, რომელიც დაგვიანდა, არ განხორციელდა ან არასათანადო რესურსით განხორციელდა. ყველაფერი იყო უზრუნველყოფილი, რასაც კი შეეძლო სტიქიის შედეგების მინიმიზირება და ადამიანების გადარჩენა. რაც შეეხება დეტექციის სისტემას, ამასთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია მოვისმინეთ – არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ აქვს იმ სპეკულაციურ ვერსიებს, რომლითაც ხელისუფლების დადანაშაულებას ცდილობენ. მასშტაბი და ტრაგიკული გარემოებების დამთხვევა განაპირობებს დასკვნას, რომ რასაც საფრთხის თავიდან აცილება შეეძლო, ამის წინასწარი პროგნოზირება ობიექტურად შეუძლებელი იყო. ვინც იქ გადარჩა, გადარჩა. ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა. ძებნას 15 წუთში დაიწყებდი, თუ ერთ საათში, იმ მასის გათვალისწინებით, პერსპექტივების თვალსაზრისით ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა. ვინც იმ წუთას იყო ისეთ ადგილას, სადაც იმ მასამ არ დაფარა, ის ადამიანი გადარჩა. არ მგონია, რომ იქ დაუყოვნებლივ რეაგირებას იმ ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა“,
განაცხადა შოვის სტიქიაზე საუბრისას, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძე.