„ვადამდელ არჩევნებზე დღეს საუბრის გაგრძელება ჩემთვის არის კონტრპროდუქტიული და მხოლოდ აზიანებს პროცესს. [ვადამდელი არჩევნები] ჩვენი მოთხოვნა არ არის და თუ ვინმე ამ მოთხოვნას კიდევ აყენებს, დიდ შეცდომას უშვებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღევანდელი რედაქციით უკვე ჩაკეტილი არის 2024 წლის არჩევნებით ვადამდელი არჩევნების ვადა – დღეს რომ ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ჩატარდეს გაზაფხულზე, ის პარლამენტი იქნება 2- წლიანი, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2024 წელს უნდა ჩატარდეს არჩევნები. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ვუახლოვდებით 2024 წელს, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საფუძველი აზრს კარგავს. გარდა ამისა, რაც ქართულმა ოცნებამ ე.წ. რეფერენდუმი გადალახა და 47% აიღო, მას შემდეგ კიდე ამაზე აპელირება მიმაჩნია აბსოლუტურად კონტროპროდუქტიულად“

ამბობს პარტია “მოქალაქეების” დეპუტატი ლევან იოსელიანი პალიტრანიუსის ეთერში.