ვინც მიშას არწმუნებდა ჩამოდი და ხალხი გადაგარჩენსო, იცოდა, რომ ხალხს მიშას გაგონება არ უნდოდა – ჩერგოლეიშვილი

“ყველამ, ვინც მიშას არწმუნებდა, შენ ჩამოდი და ხალხი გადაგარჩენსო – ყველამ იცოდა რომ ხალხს, რომელიც გარეთ იდგა, მიშას გაგონება არ უნდოდა” –  ამის შესახებ, „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

”ყველა, ვინც მიშას (მისივე დაკვეთით) არწმუნებდა, შენ ჩამოდი და ხალხი მხარს დაგიჭერსო, მაგ ყველამ ზუსტად იცოდა, რომ 2019 წელს ხალხი გარეთ იდგა და მიშას სახელის ხსენებაზე იშლებოდა.

აბსოლუტურად ყველამ იცოდა, რომ ყველაზე შედეგიანი ქუჩის პროცესი ის იყო, სადაც მიშა არ ფიგურირებდა.

ყველამ, ვინც მიშას არწმუნებდა, შენ ჩამოდი და ხალხი გადაგარჩენსო – ყველამ იცოდა რომ ხალხს, რომელიც გარეთ იდგა, მიშას გაგონება არ უნდოდა (ვისაც უნდოდა, ის აქციას არ ყოფნიდა).

მე საერთოდ არ ვაფასებ იმას, ეს სამართლიანი იყო, თუ უსამართლო. არ შევდივარ ამის შეფასებაში. რეალობას აღვწერ მხოლოდ. რეალობა იყო ისეთი, როგორიც იყო.

თითქმის არავინ გაიაზრა ეს – ყველას თავის ქილა ერბოზე ეფიქრებოდა!
გამონაკლისები, ვინც ამას ვამტკიცებდით არტიკულირებულად, შურიანებად და გიჟებად ვირაცხებოდით, ვიბლოკებოდით.

(მახსოვს რა გამომეტყველებით მიყურებდნენ, როცა ვამბობდი რომ მიშას ჩამოსვლა ხალხს ქუჩაში არ გამოიყვანს – ყველა სახე მახსოვს. ვასაბუთებდით 2019 წლის პროტესტით, კვლევებით – და არ შესდიოდათ თავში).

თითქოს 4 წლისები იყვნენ და ეუბნები, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს.
ამ ხალხს აღარაფერი, საერთოდ აღარაფერი არ უნდა ვანდოთ, ვისაც ჭკუა და პატიოსნება გვაქვს. ”- წერს ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილი ასევე გამოეხმაურა, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: “იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის ვინ დაარწმუნა მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა”.

”დამდგარია ეგ დრო.

კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა, უგულავამ, ჭიაბერაშვილმა – ყველამ, ვინც მიშას ჩამოსვლამდე გიგას გაწევის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. უკლებლივ ყველამ.

(ესაა კიევის “ლ’ამაზი გეგმა” – უგულავა მიშასთან შეხვედრას რომ მალავდა, თუ გახსოვთ და მერე რომ მობოდა – საქართველოზე არ გვილაპარაკიაო).

გიგას მიშას ფარაონობისთვის არ უნდა “შეეშალა ხელი” და ანეიტრალებდნენ.
და ნუ … ნანა ჟორჟოლიანმა, გვარამიამ, გუბაზ სანიკიძემ, თაკო ჩარკვიანმა … რავი, ლეგიონია მათი სახელი.

არქივი ამოიღეთ. ”- წერს ჩერგოლეიშვილი.