“უკრაინა იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, რომელსაც იმსახურებს, სამართლიანი და საიმედო მშვიდობისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ რუსეთი ამას არ აკეთებს და აგრძელებს თავის საჰაერო ტერორს: გასული კვირის განმავლობაში, 1050-ზე მეტი თავდასხმის დრონი, თითქმის 1300 საჰაერო ბომბი და 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს უკრაინაში ქალაქების გასანადგურებლად და ადამიანების მოსაკლავად.

ისინი, ვინც მოლაპარაკებებს ეძებენ, ბალისტიკური რაკეტებით არ ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას. იმისათვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი შეაჩეროს თავდასხმები, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კოლექტიური ძალა მსოფლიოსგან.

ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი არმიის მხარდაჭერა და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფა, რაც შეუძლებელს გახდის რუსული აგრესიის დაბრუნებას – ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ გვჯერა ერთიანობის ძალის და ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ხანგრძლივ მშვიდობას”.

წერს უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე და მხოლოდ ბოლო 1 კვირის რუსული თავდასხმელის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.