ვინც პარლამენტში შესასვლელ მიზეზს მოძებნის ე.ი. ივანიშვილმა იყიდა – ბესელია

“ვინც პარლამენტში შესასვლელ მიზეზს მოძებნის, ე.ი. ივანიშვილმა იყიდა “- პარტია სამართლიანობის ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, ვინც ახლა ამდენი უარყოფის შემდეგ პარლამენტში შევა, აღმოჩნდება რომ ის ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.

“უბრალოდ, ნებისყოფა უნდა ეყოს ყველას, რომ ამ ცდუნებას გაუძლოს. მარტივად იქნება სახელდებული, რომ ვინც ამდენი “არას” თქმის შემდეგ და ამდენი განცხადების შემდეგ, ადგება და რაღაც მიზეზს მოძებნის პარლამენტში შესასვლელად, უბრალოდ ძალიან მარტივად დაერქმევა სახელი, რომ მოახერხა ივანიშვილმა და იყიდა ის პოლიტიკოსი, ასე დაერქმევა ეს სახელი”,-განაცხადა ბესელიამ.