“თუ ვინმეს სურს და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე ფორმით, თუნდაც სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას, ყველას უნდა ერთადერთი რამ – ომის გაჩაღება საქართველოში. სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია, შესაბამისად, ის არის ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილი.

[…] რაც შეეხება ომის პარტიას, თავისი პოლიტიკური და არაპოლიტიკური შემადგენლით, ყველა არის მიუღებელი, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი მიზანი – ქვეყანას ავარიდოთ ომი. ვინც ამ მიზანს უპირისპირდება, ყველა ერთნაირად მიღებელია. ეს [კონსილიუმის] დასკვნაც ამის გაგრძელებაა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიმეორებ, თუკი ვინმე ითხოვს ან მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე ფორმით, მას სურს ომი საქართველოში”

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ. დასკვნის მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ცილოვანი შიმშილი, ანორექსია და მადის დაქვეითება აქვს.