ვოლსკი: ვინც ფიქრობს, ევროკავშირის დროშით აქციებს შეუერთდეს, დაფიქრდეს, რა პოზიცია აქვს EU-ს

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდებს, სანამ ევროკავშირის დროში აქციებს შეურთდებიან, დაფიქრდნენ, რა პოზიცია აქვს თავად ევროკავშირს.

“ერთმანეთის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ საზოგადოება არ არის ბრმა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ყველა ხედავს რა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირის დროშით რაღაც აქციებს შეუერთდნენ, უნდა დაფიქრდნენ, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს. დაფიქრდნენ იმ დამოკიდებულებაზე, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს პროცესის მიმართ გააჩნიათ. ვინც ამას სიღრმისეულად გაანალიზებს, ბევრი ადამიანი, ვინც ოპოზიციას უჭრეს მხარს, აქციაში მონაწილეობას გადაიფიქრებს”, – განაცხადა ვოლსკი.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს “ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს” და აღიაროს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, ხოლო არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ აირჩევენ და ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს.”