“როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია, მთავრობა, რომელიც გამოდის და ამბობს, 1 საათში აგვიღებენ, რად გვინდა ჩვენ ჯარი, აი, ისინი არიან ომის პარტია, რადგან ვინც ქადაგებს უძლურებას, ის იწვევს დამპყრობელს აქ შემოსასვლელად. მთავრსარდალი, რომელიც გამოდის და მრავალი წლის განმავლობაში იძახის, რომ ქართული ჯარია დამნაშავე და არც კი გაუხარდა ჰააგაში ჩვენი სრული გამართლება, ის არის ომის პარტია. ომის პარტია არის ყველა ის, ვინც მიწასთან ასწორებს ჩვენს ჯარისკაცებს და იძახის, რომ საქართველოში არ არის მომავალის პერსპექტივა”
თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.